Monday, April 14, 2014

ჩემი შთაბეჭდილება ანუ დღევანდელი დღის რეფლექსია


ჩემი გაოცება ადვილი საქმეა, როგორც ჩანს: გავაკეთეთ ახალი ბლოგი, მოვნახეთ და ჩავსვით  სურათები, გავაკეთეთ წარწერები, წავშალეთ, ასევე  ბლოგზე  დავდეთ ვიდეოსურათები და სხვა.
ახლა მაქვს აღდგომის  მინიბლოგი, ათონის მთის კადრები, თორნიკე ერისთავის, იოანეს და ექვთიმეს ფრესკები დასხვა.

იესო

იესო ფილმი - ქართული / გრუზინსკი / საერთო ქართველური ენა The Jesus Film ...

იესო ქრისტეს ცხოვრება

ჯვარცმა და აღდგომა (ქართულად)

აღდგომა

წელს აღდგომა 20 აპრილს მოდის.
გილოცავთ და მრავალს დაესწარით.

იესოს ესალმებიან მოწაფეები
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
მშვენიერია წითელი კვერცხები ჯეჯილში

კალთა გადაგვაფარე , ღვთისმშობელო მარია.

Sunday, April 13, 2014

თორნიკე ერისთავი

1.პროექტის სახელწოდება:თორნიკე ერისთავი
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ათონელი ბერების და მათ შორის თორნიკე ერისთავის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,საქართველოს ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან,  ქართველთა მონასტრის „ივერონის“ აშენების ისტორიას და ა.შ.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან  დღეს ახალგაზრდობის სულიერება კრიზისს განიცდის  სხვა და სხვა მიზეზთა გამო,საჭიროა მათი ყურადღების გადატანა  ისეთ საინტერესო და სასარგებლო საკითხზე, როგორიც  ძველი პატრიოტების ისტორიაა.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა, აზროვნებისა და მეტყველების განვითარება,კომპიუტერული ტექნიკის საქმიანი გამოყენება, პროექტის შექმნის, .,ტექნიკასთან  მუშაობის უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი.
6.ვადები: ორი კვირა.
7.მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტომასალა, ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიები, ფრესკების ასლები და სხვა,
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ლევან სანიკიძის „წიგნი მოწამეთა“,კომპიუტერი, ინტერნეტი
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): სამოქმედო გეგმის შედგენა, მასალების  მოძიება,შავი მასალის შექმნა და დახვეწა,სლაიდების შექმნა, გასწორება,გადაწერა.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან / კავშირი:ისტორიასთან,გეოგრაფიასთან კავშირი, ეროვნული სასწავლო გეგმის  გათვალისწინება.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ეთერ ეგეტაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eegetashvili9@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://eegetashvili9.blogspot.com/