Sunday, April 13, 2014

თორნიკე ერისთავი

1.პროექტის სახელწოდება:თორნიკე ერისთავი
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ათონელი ბერების და მათ შორის თორნიკე ერისთავის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,საქართველოს ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან,  ქართველთა მონასტრის „ივერონის“ აშენების ისტორიას და ა.შ.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან  დღეს ახალგაზრდობის სულიერება კრიზისს განიცდის  სხვა და სხვა მიზეზთა გამო,საჭიროა მათი ყურადღების გადატანა  ისეთ საინტერესო და სასარგებლო საკითხზე, როგორიც  ძველი პატრიოტების ისტორიაა.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა, აზროვნებისა და მეტყველების განვითარება,კომპიუტერული ტექნიკის საქმიანი გამოყენება, პროექტის შექმნის, .,ტექნიკასთან  მუშაობის უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი.
6.ვადები: ორი კვირა.
7.მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტომასალა, ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიები, ფრესკების ასლები და სხვა,
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ლევან სანიკიძის „წიგნი მოწამეთა“,კომპიუტერი, ინტერნეტი
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): სამოქმედო გეგმის შედგენა, მასალების  მოძიება,შავი მასალის შექმნა და დახვეწა,სლაიდების შექმნა, გასწორება,გადაწერა.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან / კავშირი:ისტორიასთან,გეოგრაფიასთან კავშირი, ეროვნული სასწავლო გეგმის  გათვალისწინება.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ეთერ ეგეტაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eegetashvili9@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://eegetashvili9.blogspot.com/


No comments:

Post a Comment